ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა!

ქართული ჭადრაკის ლიდერმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ელვისებურ ჭადრაკში ნანა ძაგნიძემ  ჩინეთის ვენჩჟოუში გამართულ ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს  ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში ტან ჩჟუნი დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა!

მატჩი  ‘სინ ციაოს თასის’ ფარგლებში გაიმართა და ოთხი  კლასიკური პარტიისგან შედგებოდა. ქართველმა მოჭადრაკემ პირველი ორი პარტია ყაიმით დაასრულა, ხოლო შემდეგ ორ პარტიაში უშანსოდ დაჯაბნა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ნანამ საკუთარ რეიტინგს 10,8 (!) ქულაც შემატა.

ამავე თასის გათამაშების ფარგლებში გაიმართა მატჩი ჩინელ დინ ლიჟენსა და მსოფლიოს ექსჩემპიონ ვესელინ ტოპალოვს შორის, რომელიც ჩინელი დიდოსტატის გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

პარტიების ჩვენება

  • სათაური: ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 14-08-2018 11:24 PM
  • Tags:
Top