ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ძაგნიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა!

ნანა ძაგნიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა ყაზანში მიმდინარე პრეტენდენტთა ტურნირზე და ერთპიროვნულად დაწინაურდა!

მეოთხე ტურში თბილისელმა დიდოსტატმა თეთრი ფიგურებით 30-ე სვლაზე ვალენტინა გუნინა დაამარცხა და ნახევარი ქულით გაასწრო უახლოეს მდევარ ალექსანდრა გორიაჩკინას. მომდევნო ტურში ნანას მეტოქე მსოფლიოს ექსჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი იქნება.

1.ნანა ძაგნიძე            (საქართველო;2510) – 3,5 ქულა;

2. ალექსანდრა გორიაჩკინა  (რუსეთი;2522) – 3 ქულა;

3. ტან ჩჟუნი                (ჩინეთი;2513) – 2,5 ქულა;

4. კატერინა ლაგნო    (რუსეთი;2554) – 2 ქულა;

5-6. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი;2546), ვალენტინა გუნინა   (რუსეთი;2506) -1,5 ქულა;

7-8.ანა  მუზიჩუკი  (უკრაინა;2539), მარია მუზიჩუკი (უკრაინა;2563) – 1 ქულა.

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ძაგნიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 05-06-2019 2:33 AM
  • Tags:
Top