
ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა საქართველსო ქალთა პირველმა ნაკრებმა! ამ ჯერზე მათი მსხვერპლი რუმინეთის გუნდი გახდა. 3 ტურის შემდგე ჩვენები პირველობას რუსეთისა და იტალიის გუნდებთან ინაწილებენ. მომდევნო ტურში მათი მეტოქე რუსეთის ძლიერი ნაკრები იქნება.
რუმინეთი - საქართველო (I)
ირინა ბულმაგა (2442) - ნანა ძაგნიძე (2502)
კორინა პეპტანი (2371) ½:½ ლელა ჯავახიშვილი (2457)
ელენა კოზმა (2313) ½:½ ბელა ხოტენაშვილი (2446)
მიქაელა სანდუ (2260) 0 : 1 მერი არაბიძე (2398)
საქართველო (II) - ისრაელი
ნინო ბაციაშვილი (2422) 1 : 0 იულია შვაიგერი (2336)
ნინო ხომერიკი (2315) 1 : 0 მარსელ ეფროიმსკი (2317)
სოფიკო ხუხაშვილი (2341) 1 : 0 მაშა კლინოვა (2277)
მირანდა მიქაძე (2279) - ანჟელიკა ნესტეროვსკაია (2124)
საქართველო (III) 2 : 2 ხორვატია
ლილე ქორიძე (1988) 1 : 0 ვალენტინა გოლუბენკო (2274)
თამარ ესაძე (1885) 0 : 1 ბორკა ფრანცისკოვიჩი (2262)
ნია დონღვანი (1903) 0 : 1 მირიანა მედიჩი (2163)
დიანა ლომაია (1861) 1 : 0 ივონა პურგარი (2205)
ვაჟები:
გერმანია 2 : 2 საქართველო (I)
მატიას ბლუბაუმი (2643) ½:½ ბაადურ ჯობავა (2617)
დანიელ ფრიდმანი (2637) 0 : 1 ივან ჩეპარინოვი (2670)
გეორგ მეიერი (2628) 1 : 0 ლევან ფანცულაია (2603)
სვენ რასმუსი (2592) ½:½ ლუკა პაიჭაძე (2574)
საქართველო (II) - კოსოვო
ნოე თუთისანი (2412) ½:½ ნდერიმ სარაცი (2396)
ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2441) 1 : 0 პერპაიმ მაკოლი (2241)
გიორგი სიბაშვილი (2382) - ედტრიტ ურუჩი (2237)
ლუკა ობოლაძე (2336) ½:½ აბედიმ იდზირაჟი (2231)
24 ოქტომბრიდან, სასტუმრო 'შერატონში' ევროპის 39 ქვეყნის გუნდი ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძვის. შეგახსენებთ, რომ ბათუმმა 20 წლის წინ უკვე უმასპინძლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატს.
კონტინენტის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 5 გუნდი იცავს: სამი ქალთა და ორი ვაჟთა.
ევროპის გუნდური ჩემპიონატის 196 მონაწილეს შორის:140 საერთაშორისო დიდოსტატია; 38 საერთაშორისო ოსტატი და 18 ფიდეს ოსტატია.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე +30 წუთო პარტიის ბოლომდე 30 წამიანი დამატებით, პირველივე სვლიდან.
სათამაშო დღეები: 24-28 ოქტომბერი, 30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი; 29 ოქტომბერი - დასვენების დღე.
ორგანიზატორები:
აჭარის მთავრობა;
საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგები:
ვაჟთა შორის - III ადგილი, პლოვდივი, ბულგარეთი
ქალთა შორის:
I ადგილი (1)- 1997 წელი, პულა, ხორვატია;
II ადგილი (4) - 1992 წელი, დებრეცენი,უნგრეთი; 2005 წელი,გეტებორგი,შვედეთი; 2009 წელი, ნოვი-სადი,სერბეთი; 2017 წელი,კრეტა,საბერძნეთი
III ადგილი (2) - 2011 წელი, პორტო-კარასი,საბერძნეთი; 2015 წელი, რეიკივიაკი,ისლანდია;
ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

- სათაური: ზედიზედ მესამე გამარჯვება!
- ავტორი:
- თარიღი: 27-10-2019 2:02 AM
- Tags: