ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ზედიზედ მესამედ!

 

ბათუმის ‘ნონამ’, საქართველოს რიგით მეხუთე საკლუბო ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოიგო!

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ‘ნონა’ 4-ჯერ ფლობდა ქვეყნის უძლიერესი  კლუბის ტიტულს.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ:

დავით ჯოჯუა (5,5 ქულა 7-დან); დავით მაღალაშვილი (5 ქულა 7-დან); დავით ბენიძე (6,5 ქულა 7-დან); კონსტანტინე შანავა (4,5 ქულა 7-დან);სოფიკო ხუხაშვილი (6,5 ქულა 7-დან);მირანდა მიქაძე (6 ქულა 7-დან); გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე; გუნდის მენეჯერი გია ჭანტურია.

 

II-III  ადგილები თბილისის ‘თბილისმა’ და რუსთავის ‘რუსთავმა’ გაინაწილეს.თუმცა, დამატებითი მაჩვენებლების წყალობით მეორე ადგილზე დედაქალაქის კლუბი გავიდა და რუსთავის გუნდს, რომელიც წინა წლებში მუდმივად საკლუბო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახლდათ ‘თავისი კუთვნილი’ ჯილდო წაართვა.

სატურნირო მდგომარეობა:

  1. ’ნონა’           - 13 (34) ქულა;
  2. ‘თბილისი’   - 11 (32) ქულა;
  3. ‘რუსთავი1’  – 11 (30) ქულა;
  4. ‘ოზურგეთი’  -  8 (23) ქულა;
  5. ‘ამომავალი ვარსკვლავი’ – 7(18) ქულა;
  6. ‘ზუგდიდი’           - 4 (13) ქულა;
  7. ‘რუსთავი 2’     – 2 (11,5) ქულა;
  8.  ‘იმერეთი’       –  0 (6,5) ქულა.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი  35 000 ლარს შეადგენდა .

- I ადგილი - 15000 ლარი
- II ადგილი - 10000 ლარი
- III ადგილი - 5000 ლარი
- IV ადგილი - 3000 ლარი
- V ადგილი - 2000 ლარი

 

  • სათაური: ზედიზედ მესამედ!
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-11-2018 10:47 PM
  • Tags:
Top