ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ზუგდიდელი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა!

 8 ივნისს ა(ა)იპ. ზუგდიდის „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს საჭადრაკო სკოლამ „ნონა“ რიგით მესამე ინტერნეტ მატჩი გამართა ინდურ საჭადრაკო სკოლასთან (ქალაქი მუმბაი, ყოფილი ბომბეი, ინდეოთი). ამჯერად გუნდები სხვადასხვა ასაკის 12 – 12 მონაწილით იყვნენ დაკომპლექტებული და სწრაფი ჭადრაკის ფორმატით ორ ტური გამართეს ფერთა მონაცვლეობით. დროის რეგლამენტი: 25 წუთი თითოეულ მონაწილეს პარტიის ბოლომდე ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით. ზუგდიდელმა მოჭადრაკეებმა ორივე ტურში სძლიებს ინდოელ კოლეგებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მეგობრობამ გაიმარჯვა! მატჩს ზუგდიდის ყინულის სასახლემ უმასპინძლა. მოეწყო პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია ზუგდიდის და ინდური საჭადრაკო სკოლის ფეისბუქ-გვერდებზე. გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირდაპირ ეთერში პროექტორის ეკრანზე თვალი მიადევნებინათ მატჩის მსვლელობისთვის. მატჩის დასრულების შემდეგ ზუგდიდელ მოჭადრაკეებს გადაეცათ სერთიფიკატები მონაწილეობის მიღებისთვის.

წყარო

  • სათაური: ზუგდიდელი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 10-06-2019 9:19 PM
  • Tags:
Top