
ტრადიციული ჩემპიონატი ზუგდიდში მოიცავდა 5 ასაკობრივ ტურნირად გაიმართა: 20 წლამდე ღია, 14 წლამდე გოგონათა, 12 წლამდე ჭაბუკთა, 8 წლამდე ჭაბუკთა და 8 წლამდე გოგონათა შორის. სულ ჩემპიონატში 54 მოჭადრაკე მონაწილეობდა და შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა.
ჩემპიონები და პრიზიორები ა(ა)იპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს მიერ დაწესებული თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასევე, ჩემპიონატის 15-ვე პრიზიორისთვის „მაკდონალდსმა“ საჩუქრები დააწესა, ხოლო ზუგდიდის ჩემპიონებს კი დამატებითი საჩუქრები გადასცა.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. 20 წლამდე ასაკობრივ ტურნირში დათვლილ იქნა „ფიდე“-ს რეიტინგი. კენჭისყრა ჩატარდა კომპიუტერული პროგრამით Swiss-Manager. ზუგდიდის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჭადრაკში, ა(ა)იპ ,,სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“-ს ჭადრაკის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
U20 ღია ტურნირი:
I-გიორგი ბეჭვაია;
II- გიორგი სართანია ;
III- გიორგი კუხალეიშვილი
U14 გოგონები:
I- ანა კვიკვინია
II- ქეთევან ბეჭვაია
III - ნინიკო შარია
U12 ჭაბუკები:
I- მიხეილ სიჭინავა
II- გრიგოლ ბეჭვაია
III - დიმიტრი ანთელავა
U8 გოგონები:
I - თამარ მოსია
II- ქრისტინე ბეჭვაია
III-ლიზი წიფურია
U8 წლამდე ჭაბუკები:
I - ზურაბ ტიბუა
II- გიორგი მოსიძე
III - სანდრო ფიფია

- სათაური: ზუგდიდის ‘მაკდონალდსმა’ ქალაქის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ზედიზედ მეორედ უმასპინძლა.
- ავტორი:
- თარიღი: 27-06-2018 5:59 PM
- Tags: