
სენიორთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა და პრიზიორმა ზურაბ სტურუამ წარმატებით იასპარეზა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ანდრანიკ მარგარიანის სახელობის მემორიალზე!
სტურუამ 9 შესაძლებლობიდან 5.5 ქულა დააგროვა და მასპინძელ არტურ დავთიანთან ერთად მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა,
ტურნირის გამარჯვებული კლემენტი სიჩევი (რუსეთი) გახდა 6.5 ქულით, ასპარეზობის მეორე ქართველმა მონაწილე ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (2479) კი 3.5 ქულა დააგროვა.

- სათაური: ზურაბ სტურუამ ერევანში წარმატებით იასპარეზა!
- ავტორი:
- თარიღი: 19-01-2019 12:11 AM
- Tags: