გილოცავთ შობა – ახალი წლის დადგომას, გისურვებთ წარმატებებს!
წლის დასაწყისში თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ქართული ჭადრაკის ისტორიაში ღირშესანიშნავი მოვლენის, მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფოტოალბომის წარდგენა გაიმართა!
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ევროპაბეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
მემორანდუმის ფარგლებში ევროპაბეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ეგიდით გამართულ ღონისძიებებში.
ზუგდიდში, ფუნქციონერება განაახლა ევროპული სტანდარტებით გარემონტებულმა ჭადრაკის სასახლემ!
კახეთის რეგიონში ახალი საჭადრაკო კერა დაფუძნდა!, საჭადრაკო კლუბი ქალაქ ლაგოდეხის თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და სწავლა უფასო იქნება!
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თაოსნობით ქვეყნის წარმატებული მწვრთნელებისათვის 2020 წლიდან უპრეცენდენტო პროექტი დაიწყო!
2020 წლის იანვრიდან 11 საუკეთესო მწვრთნელი 1 წლის განმავლობაში სოლიდური სახელფასო დანამატს მიიღებს.
‘რეგიონების დახმარების’ ფარგლებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის ფედერაციებს, საოფისე ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა და საჭადრაკო ლიტერატურა გადასცა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო ტურნირები შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი,ფოთი,ვანი,ტყიბული,ამბროლაური.
ძალიან გაგვახარეს ჩვენმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა! მათ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში 8 მედალი მოიპოვეს!
ევროპის სასკოლო ჩემპიონატი
დავით თათვიძე, I ადგილი -7 წლამდე ბიჭებში (9 ქულა 9 შესაძლებლობიდან)
კესარია მგელაძე, I ადგილი-9 წლამდე გოგონებში
ენი მაჭავარიანი, III ადგილი-7 წლამდე გოგონებში
ნია დონღვანი, III ადგილი-15 წლამდე გოგონებში
მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატი
კესარია მგელაძე, II ადგილი – 9 წლამდე გოგონები;
ანასტასია კირთაძე, II ადგილი -11 წლამდე გოგონები;
დავით ნემსაძე, III ადგილი-11 წლამდე ბიჭები;
ევროპის ჩემპიონატი (8-18 წწ.)
ანასტასია კირთაძე ,III ადგილი-12 წლამდე გოგონები;
როგორც ყოვეთვის გვასახელეს ჩვენმა ქალებმა:
მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი – III ადგილი!
ხოტენაშვილი ბელა (I დაფა; III ადგილი), არაბიძე მერი(II დაფა; II ადგილი), ჯავახიშვილი ლელა(III დაფა; II ადგილი),მელია სალომე (V (სათადარიგოდაფა); I ადგილი)
ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატი – II ადგილი!
ნანა ძაგნიძე(I დაფა; I ადგილი), ლელა ჯავახიშვილი (II დაფა; III ადგილი),მერი არაბიძე (IV დაფა; I ადგილი)
ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ქალთა შორის; კლუბი ‘ნონა’- I ადგილი.
ნანა ძაგნიძე (I დაფა;II ადგილი), ნინო ბაციაშვილი(III დაფა;I ადგილი),ბელა ხოტენაშვილი (IV დაფა; I ადგილი).
მოწოდების სიმაღლე შეინარჩუნეს ჩვენმა ვეტერანებმაც!
ლეგენდარულმა ნონამ, კვლავ მოიპოვა მსოფლიოს უძლიერესი სენიორ (+65) მოჭადრაკის ტიტული. ევროპის ჩემპიონი სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის გახდა ზურაბ სტურუა, ხოლო თამარ ხმიადაშვილმა ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
სამომავლოდ დაგეგმილია ბევრი პროექტი და იმედია, 2020 წელი არანაკლებ წარმატებული იქნება ქართული ჭადრაკისათვის.