ფიდეს ოსტატ ნიკა ჩხაიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა, ჭადრაკის სასახლეში გამართული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში!
გამარჯვებულმა ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს!
II-III ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
II – ნოე თუთისანი
III – ირაკლი ახვლედიანი
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი თინათინ ბერიძემ აჩვენა!
1800- მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი მათე შენგელიამ დააფიქსირა, ხოლო 1500-მდე – ლუკა ნაცაურმა!