მერი არაბიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში!

დედის დღისადმი მიძღვნილ ტურნირში არაბიძემ 7-იდან 7 გამარჯვება იზეიმა და მეტოქეები უშანსოდ დატოვა!

გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა მეორე საპრიზო ადგილზე გასულ ანა მამარდაშვილი, ხოლო მესამე ადგილზე 5 ქულით ნია დონღვანი გავიდა.