17 ოქტომბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში   ლეგენდარული ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის პირველი ჩემპიონობის 60 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა!

60 წლის წინ, ზუსტად 17 ოქტომბერს ნონამ პირველად მოიპოვა მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკის წოდება!

სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება – 17 ოქტომბერი  გამოცხადდეს – ქართული ჭადრაკის დღედ!

საიბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი ტურნირი გაიმართა, ხოლო 17 – 23 ოქტომბერი საჭადრაკო კვირეულად გამოცხადდა!

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ნონასადმი მიძღვნილი წიგნის ‘დედოფალი’ წარდგენა.

სპეციალურად ამ საიუბილეო თარიღისადმი გამოცემული წიგნის ავტორი – ლაშა გოდუაძეა, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

შეხვედრამ ძალიან თბილ გარემოში ჩაიარა, ყველა დამსწრეს სურდა ჩემპიონთან ფოტოს გადაღება და წიგნი ავტოგრაფით.

იყო ბევრი თბილი სიტყვა, მოგონება…რომელიც ჩემპიონს უკეთესად ახსოვდა ვიდრე თვით გამომსვლელებს და ნონას მოსწრებული ჩართვები უფრო სახალისო სიტუაციას ქმნიდა.

იყო ბევრი საჩუქარი და შეხვედრის კულმინაცია – დაფნის გვირგვინი – წარწერით- 60!

ვიდეო