ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა მოზარდებმა ევროპის სასკოლო ონლაინ ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე 10, 11, 13, 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის!
მათ მონაგარს 8 სხვადასხვა სინჯის მედალი შეადგენს!
ჩემპიონატში მონაწილეობდა 18 ქვეყნის 300-ზე მეტი მოჭადრაკე.
ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
II ადგილი – ყალიჩავა აკაკი (17 წლამდე, ფოთი, მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა)
II ადგილი – ბედოშვილი დეა (17 წლამდე, ბათუმი, მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი)
II ადგილი – ჩალაძე გიორგი (11 წლამდე, ქუთაისი, მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე)
II ადგილი – მგელაძე კესარია (11 წლამდე, ბათუმი, მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე)
III ადგილი – ლომაია დიანა (17 წლამდე, ფოთი, მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა)
III ადგილი – ხვადაგიანი ქრისტინე (13 წლამდე, ქუთაისი, მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი)
III ადგილი – ტაბატაძე ერეკლე (11 წლამდე, თბილისი, მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი)
III ადგილი – თათვიძე დავით (10 წლამდე, ქუთაისი, მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე)