თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო – საარჩევნო ყრილობა.

გია გიორგაძემ, რომელიც 15 წელი ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ისაუბრა  თავისი მოღვაწეობის განვლილ პერიოდზე.

მისი მოღვაწეობა ყრილობის დელეგატებმა წარმატებულად შესაფასეს.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას  უხელმძღვანელებს ფიდეს განსაკუთრებულდ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი  სამომავლო გეგმებზე და ცოტა განვლილზე.

გეგმები

ჩვენი დევიზია: ‘ყველაფერი უმაღლესი შედეგისთვის’. ფედერაციის ყველა ორგანო ამუშავდება მეტი ძალისხმევით იმისათვის რომ შედეგები კიდევ უფრო გაიზარდოს ყველა მიმართულებით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა 2030 წლამდე დავიბრუნოთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის.

ვიმუშავებთ ფედერაციის რებრენდიგზე, გავაძლიერებთ ძალისხმევას მარკეტინგის მიმართულებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჭადრაკი გაუტოლდეს ოლიმპიურ სახეობებს.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბავშთა ჭადრაკს  და მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.

ურთიერთობა ფიდესთან,  სიახლეები, ღონისძებები…

2023 წელს საქართველოში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიებები.

5-12 ივნისს, ბათუმში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

2-9 სექტემბერს საქართველოში ასევე გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი საჭადრაკო კომპოზიციაში, რომელიც მიეძღვენება კომპოზიციების შედგენაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის დავით გურგენიძის 70 წლის იუბილეს. 

წარმატებით, ჩატარებული საერთაშორისო პროექტები – ღონისძიებები და მომავლის გეგმები

2006 წლიდან საქართველოში ჩავატარეთ 4 ევროპის ჩემპიონატი(2 ქალთა, ვაჟთა და გუნდური)  და 4 ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

ფიდეს სამი მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, 5 მსოფლიო გრან პრის გათამაშება, მსოფლიოს თასი ვაჟთა შორის, მონაწილეობდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის

2018 წლიდან ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის რანგში ზედამხედველობას ვუწევდი ფიდეს შშმ კომისიას.

კომისიის ეგიდით ჩავატარეთ: საკონტინენტთაშორისო გუნდური ჩემპიონატი, პირადი, გუნდური და  20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი. პანდემიის დროსაც კი ჩავატარეთ ონლაინ ახალგზრდული ჩემპიონატი  და ონლაინ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა.

ასევე ფიდეს ვიცე-პრეზიდენტის რანგში პირველად ისტორიაში ჩავატრეთ ონლაინ მსოფლიო ჩემპიონატი 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, მსოფლიო გრან-პრის 2 სერია, მსოფლიოს სუპერ თასი.

2023 წლის 29 იანვრიდან – 6 თებერვლამდე ბელგრადში (სერბეთი) ჩატარდება ოლიმპიადა შშმ პირთა შორის, სადაც მონაწილეობას მიიღებს 30 ქვეყნის საუკეთესო გუნდები.

ამჟამად,  მსოფლიო საჭადრაკო ღონისძიების კომისიის ეგიდთ  გამოვაცხადეთ კონკურსი 2023-2024 წლების ღონისძებების ჩატარებაზე

სპონსორის მოძიება ფედერაციისთვის

კომპანია ‘სოკარი ენერჯი ჯორჯია’ განიხილავს შესაძლებლობას, რომ დაბრუნდეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სპონსორად. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა სპონსორების მოძიებაზეც.

ახალგაზრდობა თაობაზე ზრუნვა

სამწუხაროდ, საჭადრაკო სფეროც ძალიან დააზიანა მთელ ქვეყანაში მიმდინარე  ე.წ ‘ტვინების გადინებამ“. შეიქმნა კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ჩვენი ამოცანაა ახალგაზარდა მწვრთნელების გადამზადება, რათა მათ უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს.

 კარგად მუშაობს ბოლო წლებში დანერგილი მწვრთნელთა წახალისების სისტემა, რაც გულისხმობს, რომ მწვრთნელები მოსწაველეების მიერ ნაჩვენები შედეგებით დაწერილი ქულათა ჯამის მიხედვით ღებულობენ ხელფასს მთელი წლის განმავლობაში.

პროექტი ‘ჭადრაკი სკოლაში’

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 18 მაისის N60/ნ ბრძანებით ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ჭადრაკი დაემატა.

უმოკლეს დროში მომზადდა ჭადრაკის სწავლების სტანდარტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ შეარჩია  და ტრენინგის ჩასატარებლად გადაამზადა  20–მდე ჭადრაკის სპეციალისტი, მათ შორის: საერთაშორისო დიდოსტატები, საერთაშორისო ოსტატები, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები და სხვადასხვა კატეგორიის ლიცენზირებული მწვრთნელები.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით 1-ლი ივნისიდან – 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებიდან ჭადრაკის ტრენინგზე მოწვეული იყო 4200–ზე მეტი პედაგოგი. ტრენინგი წარმატებით გაიარა 3000–მდე პედაგოგმა, რომლებიც უკვე ასწავლიან ჭადრაკს პირველკლასელებს. ვიწყებთ მე–2 კლასში ჭადრაკის სწავლების პროგრამის მომზადებას.

მასობრივი ჭადრაკი

დაგეგმილია საქართელოს ჩემპიონატების ჩატარება სხვადასხვა სარეიტინგო კატეგორიებში, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს.

ჭადრაკის სასახლეში სისტემატიური სახე ექნება სარეიტინგო და ელვისებურ  ტურნირებს ჭადრაკში.

გაიმართება ტურნირები საერთაშორისო ოსტატის და დიდოსტატის ნორმატივის შესასრულებლად, რაც ესოდენ აუცილებელია ჩვენი მოზარდების პროფესიული ზრდისთვის.

პანდემიის გამო დროებით შეწყვეტილი სენიორთა ჩემპიონატებიც განახლდება იანვრიდან. ასევე გაიმართება ჩემპიონატები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის.

და ბოლოს, წარმატება მინდა ვუსურვო ქართველ მოჭადრაკეებს, რომლებიც უახლოეს დღეებში ყაზახეთში მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.