დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

22.10-29.10. 2021  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.                                                                                                     აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.                                                                             

2. დროის კონტროლი: თითოეულს მიეცემა 50 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.                                                                                                                                                                     3.კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი სტანდარტში.                                                                                                                                     4. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის   წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ.                                                                                                                                                   5. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ  სარეგისტრაციო ფორმა  https://forms.gle/4RvSn8qpV1rjDbmW8              

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:  1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე  სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.                                                                                                                                             რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 ოქტომბრის 18:00 სათი.                                                                                                                                ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com   მობ:  558 11 86 83                                                                                                                

თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:    სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22                                                                                                                         ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000                                                                                          სატურნირო შესატანი:  20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები  განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.                                                                                                                   6. თაი- ბრეიქი:    ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:                                                                                                                  1. ურთიერთშორის შეხვედრა;                                                                                                                         2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);                                                                                                                  3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);                                                                                                                                4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;                                                                                                                       5. მოგებების მეტი რაოდენობით.     

7. ტურნირის განრიგი:

ტურიდღესაათი
რეგისტრაცია22 ოქტომბერი 
გახსნა23 ოქტომბერი16:00
I ტური23 ოქტომბერი16:00
II ტური24 ოქტომბერი16:00
III ტური25 ოქტომბერი16:00
IVტური26 ოქტომბერი16:00
Vტური27 ოქტომბერი16:00
VI ტური28 ოქტომბერი16:00
VII ტური და დახურვა29 ოქტომბერი16:00

                                                                                                                                           8. პრიზები: საპრიზო ფონდია – 1800 ლარი.

 მონაწილეთა პრიზები:

 ჭაბუკებიგოგონები
1200200
2150150
3100100

I-III ადგილზე გასული მონაწილეების  მწვრთნელთა პრიზები:

 ჭაბუკებიგოგონები
1200200
2150150
3100100

– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის შესაბამისად.

9. დაჯილდოვება:

   – I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და

      ფულადი პრიზებით.

      – II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და

      ფულადი პრიზებით.

     – ტურის დაწყებიდან  30 წუთზე  მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

     – კოვიდ-19-თან დაკავშირებიტ არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და      

        ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1-ით.

ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,

    საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე                   

 მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი

დანართი I

  1. სათამაშო დარბაზში შესვლამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. ყველა მონაწილემ უნდა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა (დაიბანონ წყლით და საპნით  ან  დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით);
  2. მონაწილეებმა და მსაჯებმა სათამაშო დარბაზში შესვლისთანავე უნდა გაიკეთონ დამცავი ნიღაბი, რომელიც მოუხსნელად უნდა ეკეთოთ თამაშის პროცესში;
  3. მოთამაშეების გარდა მხოლოდ მსაჯების ყოფნაა დაშვებული სათამაშო სივრცეში;
  4. ტურნირის დასრულების შემდეგ, თითოეულმა მონაწილემ თვითონ უნდა გაიტანოს თავისი ნივთები და ნარჩენები ოთახიდან;
  5. ტურნირის დასრულებისთანავე ჩატარდება საჭადრაკო ინვენტარის (ფიგურები, დაფა, საათი), სკამების, მაგიდების, იატაკის და კარებების სახელურების დეზინფიცირება;
  6. ტურნირის ყველა მონაწილემ დარბაზიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა;
  7. საჭადრაკო პარტიის დამთავრებისთანავე ყველა მონაწილემ უნდა დატოვოს სათამაშო დარბაზი;
  8. სათამაშო დარბაზი რეგულარულად და ეფექტურად განიავდება;
  9. დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სხვა რეგულაციები (სველი წერტილის წმენდა, დეზინფექცია, სადეზინფექციო დისპენსერების განთავსება და სხვა).
  10. მონაწილეები და მსაჯები ვალდებულნი არიან გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე (n.alavidze64@gmail.com) “კოვიდ-19” ინფექციაზე ბოლო  24 საათში ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხი 2021 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათამდე;

რეგულაციებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას იმოქმედოს ცვლილებების შესაბამისად.