16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
02.10-09.10. 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
2. დროის კონტროლი: თითოეულს მიეცემა 45 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 5 წმ. დამატებით.
3. კვალიფიკაცია: ტურნირი ჩატარდება ფიდეს სწრაფი ჭადრაკის წესებით. დაითვლება ფიდეს
რეიტინგი რაპიდში. 4. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ.
5. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/wVFQyRTmfgYsENt29
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 2 ოქტომბრის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს„ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000 სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან. 6. თაი- ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 1. ურთიერთშორის შეხვედრა; 2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი); 4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | საათი |
რეგისტრაცია | 2 ოქტომბერი | |
გახსნა | 3 ოქტომბერი | 15:00 |
I ტური | 3 ოქტომბერი | 15:00 |
II ტური | 4 ოქტომბერი | 15:00 |
III ტური | 5 ოქტომბერი | 15:00 |
IVტური | 6 ოქტომბერი | 15:00 |
Vტური | 7 ოქტომბერი | 15:00 |
VI ტური | 8 ოქტომბერი | 15:00 |
VII ტური და დახურვა | 9 ოქტომბერი | 15:00 |
8. პრიზები: საპრიზო ფონდია – 1800 ლარი.
მონაწილეთა პრიზები:
ჭაბუკები | გოგონები | |
1 | 200 | 200 |
2 | 150 | 150 |
3 | 100 | 100 |
1-3 ადგილზე გასული მონაწილეების მწვრთნელთა პრიზები:
ჭაბუკები | გოგონები | |
1 | 200 | 200 |
2 | 150 | 150 |
3 | 100 | 100 |
– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
9. დაჯილდოვება:
– I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და
ფულადი პრიზებით.
– II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და
ფულადი პრიზებით.
– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები
დარეგულირდება რეგულაციების შესაბამისად. ვითარებიდან გამომდინარე ორგანიზატორს
უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები დებულებაში.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,
საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი