ბათუმში მიმდინარე კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატის დასვენების დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული.
განსაკუთრებით გამორჩეული იყო ბათუმში დროებით მყოფი უკრაინელი ბავშვებისათვის.
თამაშისგან თავისუფალ დღეს, უკრაინელი და ადგილობრივი მოზარდებით დაკომპლექტებული აჭარის ნაკრებმა მეგობრული შეხვედრა გამართა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ საჭადრაკო პლატფორმის‘Chess.com‘ ბაზაზე არსებულ Chesskid’ ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებულ მოზარდებთან.
მატჩში მონაწილეობა 8;10 და 12 წლამდე ასაკის კადეტებმა მიიღეს.
ღონისძიების დასასრულს საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘FIDE’ დირექტორმა აკაკი იაშვილმა შეხვედრის ყველა მონაწილე დააჯილდოვა, ხოლო უკრაინელ ბავშვებს სპეციალური პრიზები გადასცა apple ipad – სახით.