2022 წლის 12 ივნისს, 15:00 საათზე თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლად, რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:

1. 2022 წლის შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (24ლ);

2. სალიცენზიო გამოცდის სარეგისტრაციო შესატანი (30ლ) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე – სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემიის ინიციატივით 1–10 ივნისის ჩათვლით, Zoom-ში გაიმართება ჭადრაკის მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდაზე გამსვლელთა ონლაინ სემინარი.

სემინარი გაიმართება: 1, 4, 8 და 10 ივნისს, 20:00 – 21:30 სთ.

Zoom-ის ბმული: https://us02web.zoom.us/u/kR5CwlR7

სემინარს ჩაატარებს საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო კომპოზიციაში დავით გურგენიძე და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი.

რეგისტრაცია: სემინარზე დასწრების უფლების მსურველებმა 20 მაისიდან – 29 მაისის 24:00 საათამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/V8C29kjfUGEEZgny9

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: iochess.academy@gmail.com; T: 599 92–96–87.