დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1 – 6 დეკემბერი 2020 წ.

ორგანიზატორი:

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

ჩატარების ვადები და ადგილი:

01.12-06.12. 2020 წ. ონლაინ პლატფორმა www.chess.com

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

10 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
  • აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

დროის კონტროლი:

  • სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.
  • ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

  • მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა

(თან ერთვის), დაბადების მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე

ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2020 წლის

29 ნოემბრის 18.00 საათამდე:ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:

სწრაფ ჭადრაკში – https://forms.gle/kMC9KsLFbNsZimSk6

ელვისებურ ჭადრაკში – https://forms.gle/bWA5XJfEgfzwZKNC7

2020 წლის 29 ნოემბრის 18.00 საათამდე.

  • თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია:

სწრაფ ჭადრაკში- 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

ელვისებურ ჭადრაკში – 10 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

  • სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:

სს “თიბისი ბანკი”

საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 29 ნოემბრის 18.00 საათი.

თაი- ბრეიქი:

  • ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში

ადგილები განაწილდება:

1.ურთიერთშორის შეხვედრა;
2.ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3.ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4.შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
5.მოგებების მეტი რაოდენობით.

1.ტურნირის განრიგი:

  • სწრაფ ჭადრაკში
ტ უ რ იდ ღ ე 10 წლის ჭაბუკები და გოგონები
ვებინარი და ტესტ ტურნირი1 დეკემბერი12:00
გ ა ხ ს ნ ა2 დეკემბერი11:30
 I ტური2 დეკემბერი12:00
II ტური2 დეკემბერი13:00
 III ტური2 დეკემბერი14:00
IV ტური3 დეკემბერი12:00
V ტური3 დეკემბერი13:00
VI ტური3 დეკემბერი14:00
VII ტური4 დეკემბერი12:00
VIII ტური4 დეკემბერი13:00
IX ტური4 დეკემბერი14:00
დ ა ხ უ რ ვ ა4 დეკემბერი15:00
  • ელვისებურ ჭადრაკში
ტ უ რ იდ ღ ე 10 წლის ჭაბუკები და
გოგონები
გ ა ხ ს ნ ა5 დეკემბერი11:30
I ტური5 დეკემბერი12:00
II ტური5 დეკემბერი12:30
III ტური5 დეკემბერი13:00
IV ტური5 დეკემბერი13:30
V ტური6 დეკემბერი12:00
VI ტური6 დეკემბერი12:30
VII ტური6 დეკემბერი13:00
VIII ტური6 დეკემბერი13:30
IX  ტური6 დეკემბერი14:00
დ ა ხ უ რ ვ ა6 დეკემბერი15:00

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

გამარჯვებულები:

  • ჩემპიონატის გამარჯვებულები დასახელდებიან ტურნირის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში,

როდესაც ონლაინ პლატფორმა chess.com -ის მიერ დასრულდება პარტიების შემოწმება სამართლიანი

თამაშის პრინციპების დაცვაზე.

  • ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით

საერთო წესები:

  • სწრაფ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს

ჩაეთვლება წაგება;

  • ელვისებურ ჭადრაკში ტურის დაწყებიდან 5 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
  • მოჭადრაკეები ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელი და გვარით სრულად უნდა

ჩაერთონ ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით. მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის

დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული

როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება

მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს

მოჭადრაკე, კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს

დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან თუ ვერ აკმაყოფილებს Zoom – თან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

  • არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა

მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი);

  • მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან თუ ონლაინ პლატფორმა chess.com – ი დაბლოკავს მას ან

მსაჯები Zoom-ში ჩართვისას აღმოაჩენენ, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა

კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით. მას ყველა პარტიაში ჩაეთვლება წაგება.

ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეებიის საკითხი შემდგომი დისციპლინარული დასჯისათვის

გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ეთიკის კომისიას, ასევე ფიდეს შესაბამის კომისიას.

  • მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება

სხვა პირი;

  • კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი

აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე

გვერდი გარდა Zoom – ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;

  • პარტიების მსვლელობაზე განხორციელდება დაკვირვება მსაჯთა კოლეგიის მიერ;
  • მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის

წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული

დროიდან;

რეკომენდირებულია სათამაშო კომპიუტერის ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება.

  • განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის ან ონლაინ პლატფორმის გლობალური პრობლემების

გამო მთავარ მსაჯს აქვს უფლება გადადოს ტურნირი.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

  • ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმა – www.chess.com (იხილეთ წესები – დანართი 1)
  • ყველა მონაწილე ვალდებულია ონლაინ პლატფორმაზე (პარამეტრებში / Settings) მიუთითოს თავისი

ნამდვილი სახელი და გვარი.

  • მონაწილეები უნდა გაწევრიანდენ ონლაინ პლატფორმა www.chess.com შესაბამის ვირტუალურ

კლუბში 30 ნოემბრის 20:00 საათამდე:

ჭაბუკები – Georgian Rapid and Blitz Championship U10 Boys (https://www.chess.com/club/georgian-rapid-

and-blitz-championship-u10-boys)

გოგონები – Georgian Rapid and Blitz Championship U10 Girls (https://www.chess.com/club/georgian-rapid-

  • ტექნიკური საკითხების მონაწილეებისათვის გასაცნობად 1 დეკემბერს გაიმართება ვებინარი და ტესტი

10 წლამდე ჭაბუკებისათვის – 12:00 საათზე –

10 წლამდე გოგონებისათვის – 17:00 საათზე –

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე.