საქართველოს ქალთა ნაკრების წევრის, მერი არაბიძის გამარჯვებით დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ‘Shusha Chess 2022’!

მერიმ პირველობა ორი შეჯიბრის: სწრაფის და ელვისებურის – ჯამში დაგროვებული ქულებით მოიპოვა.

მეორე ადგილზე ტურნირის მეორე ქართველი მონაწილე ნანა ძაგნიძე გავიდა.