ნინო ბაციაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 79-ე ლიგის უმაღლესი ჩემპიონატი!
ბათუმელმა დიდოსტატმა სასტარტო მარცხის შემდეგ ზედიზედ 8 პარტია მოიგო და მეოთხედ მოიპოვაქვეყნის ჩემპიონის ტიტული! აღსანიშნავია, რომ ნინო, 2015;2018,2020 წლებში უკვე ფლობდა ქვეყნის პირველი მოჭადრაკის წოდებას!
გამარჯვებულს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა სალომე მელია! სალომე ერთადერთი მონაწილეა, რომელმაც მარცხის გარეშე განვლო ტურნირი და ჩემპიონს ერთადერთი ქულა დააკარგინა!
მესამე ადგილზე ასევე საკმაოდ მაღალი შედეგით: 9-დან 7 ქულა, საქართველოს ოთხგზის (2015;2018,2020წწ.) ჩემპიონი ლელა ჯავახიშვილი გავიდა.
ტექნიკური შედეგები