აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 21-28 ივლისს, ბათუმის, ყოფილ ჭადრაკის სასახლეში ”კაისა” მიმდინარეობდა ღია საჭადრაკო ფესტივალი ”ბათუმი-2021” 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად, შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: 8,10,12,14 და 20 წწ. როგორც ჭაბუკთა ასევე გოგონათა შორის. დებულების თანახმად, ყველა კატეგორიაში გამოვლინდა 5 გამარჯვებული ჭაბუკი და გოგონა, ასევე დაჯილდოვდა 5 საუკეთესო მწვრთნელი. 20 წლამდე ღია ტურნირში ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო შედეგი 16 და 18 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის.რეიტინგ ტურნირის გამარჯვებული და ფესტივალის დამფუძნებლის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის ქეთევან მუხაშავრიას სახელობის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა ზურა გონგლიაშვილი!8 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:1. იოანე სვანიძე2. ნიკოლოზ შანიძე3. დავით ახვლედიანი4. სანდრო სახელაშვილი5. ლუკა სახოკია8 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:1. ბარბარე შონია2. ანასტასია ბასილაძე3. ანა ბელთაძე4. ნუცა ამირაჯიბი5. ანანო მიქელაძე10 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:1. დანიელ ღონიაძე2. დავით ჩანქსელიანი3. ალექსი ინაური4. მათე ლომია5. ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი10 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:1. ბარბარე აშოთია2. ნინი წივწივაძე3. მარიამ ნუკრაძე4. მარიამ ცაციაშვილი5. თეკლა არსენიძე12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:1. გიორგი ჭანტურია2. გიორგი გოგიაშვილი3. ალექსანდრე კურდაგია4. სარგის ლალაიანი5. სარგის ეპრიკიანი12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:1. ლიზი ვასაძე2. ანა აბოვიანი14 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:1. ერვანდ ოჰანიან2. ალექსანდრე გოგია3. მათე სილაგაძე4. საბა კაკულია5. ალექსანდრე მსხალაძე14 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:1. ნათელა ვასაძე2. ლიზი ვასაძე3. ნინი კეკელიძე4. ნინი ხილაძე5. ლიზი სირაბიძე20 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:1. ზურა გონგლიაშვილი2. დავით ცქიფურიშვილი3. ლაშა კაჭკაჭიშვილი4. გიორგი ელაშვილი5. დავით თათვიძე20 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:1. დეა ბედოშვილი2. დიანა ქუთელია3. ლულუ დიასამიძე4. ნინო ღჟენტი5. მარიამ ცეცხლაძე18 წლამდე ჭაბუკთა შორის – თორნიკე წერეთელი18 წლამდე გოგონათა შორის – ეკატერინე ფიფია16 წლამდე ჭაბუკთა შორის – გიორგი წანაწყენიშვილი16 წლამდე გოგონათა შორის – კესარია მგელაძემწვრთნელთა კონკურსში გამარჯვებულები:1. ოთარ დოლიძე2. ზურა ლიფონავა3. ნინო წიტაიშვილი4. ალექს ტერ-კარაპეტიანი5. ინგა კიკვიძეფესტივალის დახურვაზე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, სალომე მელიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღონისძიების მასპინძელს, კომპანია ‘ორბი ჯგუფის’ დამფუძნებელ, ბატონ ზაზა ზოიძეს და გენერალურ დირექტორს – ბატონ ირაკლი კვერღელიძეს.