საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 19-დან 23 ივნისის ჩათვლით, ქ. ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შშმ პირთა შორის. ✅ტურნირის ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ აჭარის სპორტის დეპარტამენტი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

ღონისძიება გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად, დროის კონტროლით: 45 წუთი 30 წამის დამატებით.

გამარჯვებულები ვაჟთა შორის:

1. ლერი ტალიკაძე (ქუთაისი)

2. იოსებ სარიშვილი (თბილისი)

3. რომან წითელაძე (ქედა)

გამარჯვებულები ქალთა შორის:

1. მარგალიტა ნათელაური (თბილისი)

2. ანანო გოგონაძე (ქუთაისი)

3. ანნა მგელაძე (ბათუმი)

.