ბათუმში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი კადეტთა შორის – 8, 10,12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ჩემპიონატზე, 4 კონტინენტის, 69 ქვეყნის, 746 ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა.
ქართველი მოჭადრაკეებიდან საუკეთესო შედეგი ანასტასია ჭიჭინაძემ დააფიქსირა III-VII ადგილის გაყოფით!
ქუთაისელმა მოჭადრაკემ 11-დან 8 ქულა დააგროვა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დათმო საპრიზო სამეული.
ანასტასია ჭიჭინაძის მწვრთნელი ეროვნული ოსტატი გია მენაბდე გახლავთ!