იტალიის ქალაქ ასისში დასრულდა  მსოფლიოს პირველობა  სენიორ-მოჭადრაკეთა შორის!

ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა!

მსოფლიოს 5გზის ჩემპიონმა  და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების 7გზის გამარჯვებულმა ნონა გაფრინდაშვილმა, 11-დან 7 ქულა დააგროვა და  მერვედ გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატზე სენიორთა (65+)  შორის!

სენიორ (+50) ვაჟთა შორის, 11-დან  8,5 ქულით მეორედ მოიპოვაა მსოფლიოს უძლიერესი სენიორის ტიტული, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა სენიორთა შორის, საერთაშორისო დიდოსტატმა ზურაბ სტურუამ!

სენიორ ქალთა შორის ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ პირველობა გაინაწილა სენიორ(+50)  ქალთა შორის!

სამწუხაროდ დამატებითი მაჩვენებლების გამო სოფოს ვერცხლის მედალი ერგუნა. თუმცა, აღსანიშნავია რომ მთელი ჩემპიონატის განმაბლობაში პირველ ადგილზე იყო და უძლიერესს მეტოქეებთან უწევდა ასპარეზობა!

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით  11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 37 000 ევროს შეადგენდა.