თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა პირველი ქართველი დიდოსტატის ბუხუტი გურგენიძის თასის გათამაშება.

ასპარეზობა 6 ტურნირად 3 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, როგორც გოგონათა ასევე ბიჭებს შორის.

გოგონათა შორის 3 ასაკობრივ კატეგორიაში:8;10 და 12 წლამდე საპრიზო სამეულში გავიდნენ:

8 წლამდე გოგონები:

I ადგილი – ბარბარე ჭიოკაძე (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი)- 7 ქულა;

II ადგილი – ბარბარე შონია (ბორჯომი; მწვრთნელი გოჩა თორია) – 6 ქულა;

III ადგილი – ნია ბახტაძე (თბილისი; მწვრთნელი მირანდა ცინარიძე) -5 ქულა;

10 წლამდე გოგონები:

I ადგილი – ბარბარე აშოთია (ქუთაისი; მწვრთნელი გია მენაბდე) – 7 ქულა;

II ადგილი – ანეტა კედელიძე (ბათუმი; მწვრთნელი გია ჭანტურია) – 5,5 ქულა;

III ადგილი – მარიამ ცაციაშვილი (გორი; მწვრთნელი ოთარ დოლიძე) – 4,5 ქულა;

12 წლამდე გოგონები:

I ადგილი – ელენე ზანდუკელი (თბილისი; მწვრთნელი ციცინო კახაბრიშვილი) – 6 ქულა;

II ადგილი – მარიამ კალანდაძე (ბათუმილ მწვრთნელი თ.დიდმანიძე) – 6 ქულა;

III ადგილი – ანასტასია ზარქუა (თბილისი; მწვრთნელი დავით ზარქუა) – 5,5 ქულა.