8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
03.11-10. 11. 2021 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 2. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე
5 წამის დამატებით. 3. კვალიფიკაცია: ტურნირი ჩატარდება ფიდეს სწრაფი ჭადრაკის წესებით. დაითვლება ფიდეს
რეიტინგი რაპიდში. 4. მონაწილენი: ჩატარდება 6 ტურნირი.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
– 8 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
– 8 წლამდე გოგონათა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
– 10 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
– 10 წლამდე გოგონათა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
– 12 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
– 12 წლამდე გოგონათა შორის – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
5. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ სარეგისტრაციო
ფორმა https://forms.gle/rjPah8CFg1uswq1N8
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 3 ნოემბრის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000
სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და
მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან. 6. თაი– ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების
შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | გოგონები-8,10,12 წ.წ. | ჭაბუკები-8,10,12 წ.წ. |
რეგისტრაცია | 3 ნოემბერი | ||
გახსნა | 4 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
I ტური | 4 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
II ტური | 5 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
III ტური | 6 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
IVტური | 7 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
Vტური | 8 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
VI ტური | 9 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
VII ტური და დახურვა | 10 ნოემბერი | 15:00 | 17:00 |
8. პრიზები: საპრიზო ფონდია – 1800 ლარი.
ჭაბუკები-8 წ. | გოგონები-8 წ. | ჭაბუკები-10 წ. | გოგონები-10 წ. | ჭაბუკები-12 წ. | გოგონები-12 წ. | |
1 | 150 | 150 | 150 | 150 | 150 | 150 |
2 | 100 | 100 | 100 | 100 | 100 | 100 |
3 | 50 | 50 | 50 | 50 | 50 | 50 |
ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
9. დაჯილდოება:
1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით
და ფულადი პრიზებით. 2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით
და ფულადი პრიზებით. – ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს
ჩაეთვლება წაგება. – კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1-ით.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,
საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.