დ ე ბ უ ლ ე ბ ა
8, 10 და 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
01.11-08.11.2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
- ორგანიზატორი:
თბილისის ჭადრაკის ფედერაცია. - ღონისძიების მართვა:
განსაკუთრებულ / გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, რომელიც არ არის განსაზღვრული
ამ დებულებით, ტურნირის დირექტორს უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი სახის
შესწორება დებულებაში. - სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. - დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე
5 წამის დამატებით. - კვალიფიკაცია: ტურნირი ჩატარდება ფიდეს სწრაფი ჭადრაკის წესებით. დაითვლება ფიდეს
რეიტინგი რაპიდში. - მონაწილენი: ჩატარდება 6 ტურნირი.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
- 8 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
- 8 წლამდე გოგონათა შორის – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
- 10 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
- 10 წლამდე გოგონათა შორის – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
- 12 წლამდე ჭაბუკთა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს;
- 12 წლამდე გოგონათა შორის – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ გოგონებს;
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
- რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ
სარეგისტრაციო
ფორმა https://forms.gle/bTTEHCM9w75jmEbN9
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3)
თბილისის
ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი)
გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბრის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000
სატურნირო შესატანი: 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და
მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.
-2-
- თაი- ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების
შემთხვევაში ადგილები განაწილდება: - ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
- ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
რეგისტრაცია 1 ნოემბერი
გახსნა 2 ნოემბერი 15:00
I ტური 2 ნოემბერი 15:00
II ტური 3 ნოემბერი 15:00
III ტური 4 ნოემბერი 15:00
IV ტური 5 ნოემბერი 15:00
Vტური 6 ნოემბერი 15:00
VI ტური 7 ნოემბერი 15:00
VII ტური და
დახურვა
8 ნოემბერი 15:00
- პრიზები: საპრიზო ფონდია – 1800 ლარი.
ჭაბუკები-8
წ.
გოგონები-8
წ.
ჭაბუკები-10
წ.
გოგონები-10
წ.
ჭაბუკები-12
წ.
გოგონები-12
წ.
I ადგ. 150 ლარი 150 ლარი 150 ლარი 150 ლარი 150 ლარი 150 ლარი
II ადგ. 100 ლარი 100 ლარი 100 ლარი 100 ლარი 100 ლარი 100 ლარი
III ადგ. 50 ლარი 50 ლარი 50 ლარი 50 ლარი 50 ლარი 50 ლარი
- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
- დაჯილდოვება:
- 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და
ფულადი პრიზებით. - 2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და
ფულადი პრიზებით. - ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- ტურნირში სამართლიანი თამაშის წესების დაცვა რეგულირდება დანართი 1 – ით.
- ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება
აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.მონაწილე
ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან
დაუბრუნდება.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,
საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი