დასრულდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საქართველოს პირველი ინტერრელიგიური ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც სასულიერო პირები, ასევე მრევლის წევრები.
გამარჯვებულებს საპატიო ჯილდო, ყველა მონაწილე რელიგიურ ორგანიზაციას კი საპატიო სიგელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ გადასცეს.
გამარჯვებული სამეული შემდეგნაირად განაწილდა:
I ადგილი – სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
II ადგილი – საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია
III ადგილი – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
აღსანიშნავია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალ ინიციატივას საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილების შემოღების თაობაზე.