თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, არაერთი ქართველი დიდოსტატის აღმზრდელის, ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება.

გოგონათა შორის ერთპიროვნულად გაიმარჯვა მარიამ გვათუამ (მწვრთნელი დავით ზარქუა). მის აქტივში 7-დან 6 ქულაა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა მარიამ დოლაკიძე (მწვრთნელი ლაშა კაჭკაჭიშვილი), ხოლო მესამე ადგილზე 4,5 ქულით და უკეთესი მაჩვენებლებით ანა მამარდაშვილი (მწვრთნელი სოფიო ფხაკაძე) განთავსდა.

ერთბაშად სამმა მონაწილემ გაინაწილა პირველობა ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშებაზე ჭაბუკთა შორის!

სამეულმა 7-დან 5,5 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

I – თორნიკე კუპატაძე (მწვრთნელი გიორგი ხომერიკი)

II – მარიამ სიჭინავა (მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა)III – ნი

კოლოზ შამათავა (მწვრთნელი მადონა ბოკუჩავა)

ტურნირის დახურვაზე გამარჯვებულები ალექსანდრე ბოკუჩავას ქვრივმა მაია ბოკუჩავამ დააჯილდოვა.

დებულება

სატურნირო ცხრილი

გოგონები

ჭაბუკები