2022 წლის 27 მარტს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მსაჯთა სალიცენზიო გამოცდა გაიმართა.

ეროვნული მსაჯის წოდების მოსაპოვებლად გამოცდაზე 11 აპლიკანტი გამოცხადდა. ჯამურად დაგროვილი ქულების მიხედვით გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და ეროვნული მსაჯის წოდება მიენიჭათ:1. მარიამ დოლიძეს – 38 ქულა2. მარიამ ნიქაბაძეს – 32 ქულა3.ალექსანდრა ვახანიას – 30 ქულა

ტესტირების შესაძლო მაქსიმალური ქულა – 38, წოდების მინიჭებისათვის აუცილებელი მინიმალური ქულა – 30.

გამოცდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების / მსაჯთა და საკვალიფიკაციო კომისიის ორგანიზებით ჩატარდა.