ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
ჩემპიონატზე ცნობილი საჭადრაკო მოღვაწის კახი ჩიგოგიძის თასი გათამაშდა.
ასპარეზობა როგორც ჭაბუკთა ასევე გოგონათა შორის გაიმართა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზურებით.
I ადგილი – ნიკოლოზ პეტრიაშვილი (თბილისი;მწვრთნელი მიხეილ მჭედლიშვილი)- 8 ქულა;
II ადგილი – ალექსანდრე წანაწყენიშვილი (გურჯაანი;მწვრთნელი გია ქიტესაშვილი) – 7 ქულა;
III ადგილი – გიორგი გოგოლაშვილი (თბილისი;მწვრთნელი დავით ზარქუა)- 6,5 ქულა;
I ადგილი – დიანა ლომაია (ფოთი; მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) – 7 ქულა;
II ადგილი – ეკატერინე ფიფია (თბილისი; მწვრთნელი ზურაბ სტურუა) – 6,5 ქულა;
III ადგილი – თამარ ესაძე (ქუთაისი;მწვრთნელი მურმან ესაძე;ზურაბ სტურუა) – 6 ქულა;