ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს უმასპინძლეს!
შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.
2022 წლის მსოფლიო 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობისთვის საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს: ნანა ძაგნიძეს, ნინო ბაციაშვილს, ლელა ჯავახიშვილს,სალომე მელიას და მერი არაბიძეს, ასევე ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გუნდის კაპიტანს დავით ჯოჯუას და ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.