ნანა ძაგნიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშება ქალთა შორის!
გამარჯვებულმა,8-დან 6,5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ მერი არაბიძეს. მესამე ადგილზე 5,5 ქულით ბელა ხოტენაშვილი გავიდა.
ასპარეზობაზე დაწესებული საპრიზო ფონდი შემდეგნაირად განაწილდა:
I ადგილი – ნანა ძაგნიძე- 6,5 ქულა (4 000 ლარი)
II ადგილი – მერი არაბიძე – 6 ქულა (3 000 ლარი)
III ადგილი – ბელა ხოტენაშვილი – 5,5 ქულა (2 300 ლარი)
IV ადგილი – სალომე მელია – 5 ქულა (2 000 ლარი)
V ადგილი – ალექსანდრა ვახანია – 4,5 ქულა (1 500 ლარი)
VI ადგილი – ინგა ხურცილავა – 4,5 ქულა (900 ლარი)
VII ადგილი – სოფო ნიკოლაძე – 4,5 ქულა (700 ლარი)
VIII ადგილი – სოფიო გვეტაძე – 4,5 ქულა(500 ლარი).
ასევე დაწესებული იყო პრიზი 20 წლამდე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგისათვის. თანატოლებს საუკეთესო შედეგი 3,5 ქულით თამარ ესაძემ აჩვენა.ნონას თასის გათამაშება ორ ტურნირად:,
ქალთა და ვაჟთა შორის, 13-დან – 16 სექტემბერამდე გაიმართა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 32 650 ლარს შეადგენდა.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 8 ტურად გაიმართა, შემდეგი დროის კონტროლით: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე;
თასის გათამაშების ორგანიზატორები:
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
ნონა გაფრინდაშვილი- 80!
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი – 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული
1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი – 1983 წელი
ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს ‘ოქროს პაიკი’ მფლობელი
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი