თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი სარეიტინგო კატეგორიებში.

ასპარეზობა სამ ტურნირად გაიმართა:U2200; U1800; U1400.

2020 წლის თებერვლის შემდეგ, პანდემიით გამოწვეულ გარემოებათა გამო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მოქმედებდა მონაწილეთა რაოდენობრივი შეზღუდვა.

ორწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი პირველი შეჯიბრია შეზღუდვების გარეშე და აღსანიშნავია მონაწილეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა.სამივე ტურნირის მონაწილეთა ჯამურმა რაოდენობამ 140-ს მიაღწია!

ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით თამაშები სამ სატურნირო დარბაზში მიმდინარეობდა.

მონაწილეთა შორის სხვადასხვა ასაკის ჭადრაკის მოყვარულები და პროფესიონალი მოთამაშეები იყვნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა.

ჩემპიონატის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ და ნორჩი მოჭადრაკეები დააჯილდოეს:მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებულმა ნანა იოსელიანმა, საკრებულოს წევრმა, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოჟაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციი პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

საბოლოო სატურნირო შედეგები:

U1400 – ვაჟები

I  ადგილი – ნიკოლოზ დათიაშვილი (თბილისი) – 8 ქულა;

II ადგილი – ნიკოლოზ გობეჯიშვილი (თბილისი) – 8 ქულა;

III ადგილი – გრიგოლ ბეჭვაია (ზუგდიდი) – 7 ქულა;

U1400- ქალები

I    – ანასტასია ზარქუა (თბილისი) – 6 ქულა;

II  –  თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი) – 6 ქულა;

III – ბარბარე შუბითიძე (თბილისი) – 5 ქულა;

U1800 – ვაჟები

I ადგილი  – ერეკლე ტაბატაძე (თბილისი) – 8 ქულა;

II ადგილი – დავით ცქიფურიშვილი (თბილისი) – 6,5 ქულა;

III ადგილი  – ლუკა ხვედელიძე (თბილისი) – 6,5 ქულა;

U1800 – ქალები

I    ადგილი – მარიამ დოლაკიძე (თბილისი) – 6  ქულა;

II  ადგილი  – ანა მაჭარაშვილი (თბილისი) – 5 ქულა

III ადგილი – მართა სორდია (თბილისი) – 4,5 ქულა;

U2200

I  ადგილი – ალექსანდრე წანაწყენიშვილი (გურჯაანი) – 7 ქულა;

II ადგილი – ივანე სიფრაშვილი (სიღნაღი) – 6,5 ქულა;

III ადგილი – დავით ნემსაძე        (ქუთაისი) – 6 ქულა;

U2200 – ქალები

I   ადგილი  – ელენე წოწონავა (ფოთი) – 5,5 ქულა;

II  ადგილი  – ნია დონღვანი (ქუთაისი) – 4,5 ქულა;

III ადგილი – დიანა ლომაია (ფოთი) – 4,5 ქულა;