დასკვნით ტურში პრინციპული გამარჯვებით, დავით ჯოჯუა ერთპიროვნულად გახდა მაიას თასის ვაჟთა ასპარეზობის გამარჯვებული!
ჯოჯუამ მარცხის გარეშე განვლო ტურნირი და 8-დან 5,5 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა კონკურენტებისათვის!
ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 2.თორნიკე სანიკიძე; 3.ნიკოლოზ მანაგაძე 4.გიგა ყუფარაძე.
მაია ჩიბურდანიძის თასი-2021”
საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში8 – 11 სექტემბერი 2021 წ.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 8 ტურად გაიმართება, დროის კონტროლი: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე; საპრიზო ფონდი – 32 650 ლარი; მონაწილეობენ საქართველოს ნაკრების წევრები და მოწვეული უცხოელი მოჭადრაკეები.