20 აპრილიდან სტარტს აიღებს საქართველოს ვაჟთა, საიუბილეო მე-80 ჩემპიონატი! ასპარეზობაზე ქვეყნის უძლიერესი 10 მოჭადრაკე წრიული სისტემით 9 ტურად შეეჯიბრება ერთმანეთს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 25 000 ლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებულს 8 000 ლარი ერგება. ხოლო I-VIII ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ მსოფლიო თასის ფარგლებში ევროპის კონტინენტალურ ჰიბრიდულ ტურნირში მონაწილეობის უფლებას.
ჩემპიონატში საქართველოს უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ:
- მერაბ გაგუნაშვილი (2584);
- ლუკა პაიჭაძე (2565);
- ლევან ფანცულაია (2553)
- კონსტანტინე შანავა (2504)
- გიგა ყუფარაძე (2463)
- ნიკოლოზ კაჭარავა (2443)
- შოთა აზალაძე (2439)
- მერი არაბიძე (2437)
- ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2425)
10.ნოდარ ლორთქიფანიძე (2416)
ასპარეზობის მონაწილეებიდან სხვადასხვა წლებში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდნენ:
მერაბ გაგუნაშვილი (2004;2010)
ლევან ფანცულაია (2008;2015)
ლუკა პაიჭაძე (2017; 2020)
გიგა ყუფარაძე (2019)
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი ჩემპიონატი 1928 წელს ჩატარდა და ვიქტორ გოგლიძის გამარჯვებით დასრულდა!
ხოლო ქართველი მოჭადრაკეებიდან ყველაზე მეტჯერ ჩემპიონის ტიტულს (11-ჯერ!) ბუხუტი გურგენიძე ფლობდა.
პირველი ქართველი დიდოსტატი საქართველოს ჩემპიონატების გამარჯვებული შემდეგ წლებში გახლდათ:
1955; 1958-1965;1968;1970წწ.