4 ივნისს, კინოთეატრ ‘ამირანში’ ფილმის ‘დიდება დედოფალს’ ჩვენება გაიმართა. ფილმი ეძღვნება მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდებს: ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ალექსანდრიას და ნანა იოსელიანს.

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა Q&A მოჭადრაკეებთან და შემოქმედებით გუნდთან.

‘დიდება დედოფალს’   არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები – ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი. 60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს. ფილმი ნათელს ჰფენს ჭადრაკის ტიტულებს მიღმა არსებულ მათ ბიოგრაფიულ ქსოვილს: ახლა ისინი ჭადრაკის ყოფილი ვარსკვლავები არიან – ჩვეულებრივები და ექსცენტრულები, პედანტურები და თავისუფლები… დღეს კი მათი, როგორც ოლიმპიური გუნდის საერთო წარსული, მათ შორის არსებული მეტოქეობა და ჭადრაკისადმი თავდადებული სიყვარული აწმყოში განცდილი უწყვეტი თამაშია.

ფილმის ჩვენებამდე კინოთეატრში გაიმართა  ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში!

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით  9 ტურად გაიმართა და შესანიშნავი შედეგით, 9-დან 8,5 ქულა პირველობა არავის დაუთმო ოთარ ჯირკვალიშვილმა!მეორე ადგილზე 7 ქულით თენგიზ მინდიაშვილი გავიდა, ხოლო მესამე 6,5 ქულით გია მურღულია.