ნანა ძაგნიძემ პირველობა გაინაწილა ინდოეთის კალკუტაში დასრულებულ უძლიერესს საერთაშორისო ტურნირზე სწრაფ ჭადრაკში ‘TATA STEEL CHESS INDIA RAPID 2022’!

ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ნანამ 9-დან 6,5 ქულა დააგროვა და I-II ადგილი მსოფლიოს ექსჩემპიონ, ანა უშენინასთან ერთად გაინაწილა.