საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, ზურაბ სტურუამ ერთი ტურით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი ნონას თასის გათამაშებაზე ვაჟთა შორის! მის აქტივში 8-დან 6 ქულაა!
5,5 ქულით მეორე ადგილზე საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გავიდა. 5-5 ქულა დააგროვეს და III-IV ადგილები გაინაწილეს: ნიკოლოზ მანაგაძემ და თორნიკე სანიკიძემ.
ასპარეზობაზე დაწესებული საპრიზო ფონდი შემდეგნაირად განაწილდა:
I ადგილი – ზურაბ სტურუა- 6 ქულა (5 000 ლარი)
II ადგილი – გიგა ყუფარაძე – 5,5 ქულა (3 500 ლარი)
III ადგილი – ნიკოლოზ მანაგაძე – 5 ქულა (2 500 ლარი)
IV ადგილი – თორნიკე სანიკიძე – 5 ქულა (2 000 ლარი)
V ადგილი – ლევან ფანცულაია – 4,5 ქულა (1 500 ლარი)
VI ადგილი – დავით ჯოჯუა – 4,5 ქულა (1 200 ლარი)
VII ადგილი – ალექსანდრ ფიერი – 4,5 ქულა (900 ლარი)
VIII ადგილი – ნიკოლოზ მჭედლიშვილი – 4,5 ქულა(700 ლარი).
ტურნირის საპრიზო ფონდი 32 650 ლარს შეადგენდა.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 8 ტურად გაიმართა, შემდეგი დროის კონტროლით: 45 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე;
თასის გათამაშების ორგანიზატორები:
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
ნონა გაფრინდაშვილი- 80!
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი – 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული
1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები
პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი – 1983 წელი
ევროპის საჭადრაკო კავშირის უმაღლესი საჭადრაკო ჯილდოს ‘ოქროს პაიკი’ მფლობელი
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი