ნინო ბაციაშვილი, ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს!

ფინიშამდე ერთი ტურით ადრე მის აქტივში 6,5 ქულა და ნახევარქულიანი სხვაობაა უახლოესს კონკურენტებთან: ბელა ხოტენაშვილსა და მერი არაბიძესთან.

დასკვნით ტურში განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს ლიდერების: ბაციაშვილის და ხოტენაშვილის დაპირისპირება.

VIII ტურის შედეგები:

ბელა ხოტენაშვილი (2458)  1 : 0   ნინო ხომერიკი (2319) 
ალექსანდრა ვახანია (2138) ½ : ½ სალომე მელია  (2370)
ელენე წოწონავა     (2012)    0 : 1 მერი არაბიძე (2428)
სოფიო გვეტაძე      (2308)    0 : 1  ლელა ჯავახიშვილი (2475)

სოფიკო ხუხაშვილი(2339) 0 : 1  ნინო ბაციაშვილი  (2457)

IX ტურის შეხვედრები:

ბაციაშვილი  (2457) ხოტენაშვილი (2458)

ჯავახიშვილი (2475) ხუხაშვილი (2339)  

არაბიძე    (2428)   გვეტაძე (2308)

მელია       (2370)    წოწონავა (2012)
ხომერიკი (2319)    ვახანია (2138)

სატურნირო მდგომარეობა:

1. ნინო ბაციაშვილი – 6,5 ქულა;
2.მერი არაბიძე – 6,0 ქულა;
3. ბელა ხოტენაშვილი – 6,0 ქულა;

4.  ლელა ჯავახიშვილი – 5,5 ქულა;
5. სოფიო გვეტაძე – 4,5 ქულა;
6. სალომე მელია – 4  ქულა;
7.სოფიკო ხუხაშვილი – 3,5 ქულა;
8.ნინო ხომერიკი – 2,5 ქულა;
9. ალექსანდრა ვახანია -1,5 ქულა;

10. ელენე წოწონავა  – 0 ქულა;

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

საქართველოს ქალთა ჩემპიონატი 30 ივლისამდე გასტანს და მისი საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის 9 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ.

ჩემპიონატის მონაწილეებიდან ყველაზე მეტჯერ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ლელა ჯავახიშვილი ფლობდა. ლელამ, 4-ჯერ (2001;2007;2014;2016წწ.) გაიმარჯვა ქვეყნის მთავარ ტურნირში.

ორჯერ გახდნენ ჩემპიონები: ბელა ხოტენაშვილი (2012;2017) და ნინო ბაციაშვილი (2015;2018). ხოლო, სალომე მელია (2010) და მერი არაბიძე (2019) თითოჯერ ფლობდნენ ჩემპიონის ტიტულს.