26 სექტემბერს, ესპანეთის ქალაქ სიტჯესში – მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით 26 სექტემბრიდან – 3 ოქტომბრამდე გაიმართება. 12 მონაწილე გუნდი 2 თანაბარი ძალის ქვეჯგუფად გაიყოფა და ერთმანეთში წრიული სისტემით, 5 ტურად ითამაშებს. თითოეული ქვეჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი კი ნოკაუტ-სისტემით პლეი-ოფში იასპარეზებს.
27,28,29 სექტემბერს შესარჩევი ქვეჯგუფის თამაშები ჩატარდება.
30 სექტემბერს მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება, 1 ოქტომბერს ნახევარფინალური, ხოლო 2 ოქტომბერს ფინალური მატჩი უძლიერესი ნაკრების გამოსავლენად.
მონაწილეები, დროის კონტროლით ითამაშებენ: 45 წუთი მთელ პარტიაზე, 10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.
ჩემპიონატზე იასპარეზებენ შემდეგი გუნდები:
საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია,ინდოეთი ,ესპანეთი , ყაზახეთი ,პოლონეთი , ამერიკის საჭადრაკო ფედერაციების ნაკრები, უკრაინა,სომხეთი , საფრანგეთი და რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის გუნდი.
საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე დაიცავენ:
1.ნანა ძაგნიძე (2455)
2.ნინო ბაციაშვილი(2371)
3.ლელა ჯავახიშვილი (2364)
4.მერი არაბიძე (2434)
5.სალომე მელია (2271)
გუნდის კაპიტანი- დავით ჯოჯუა; მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა.
მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი: