6 ნოემბრიდან თურქეთის ანტალიაში სტარტს აიღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: 08;10;12;14;16 და 18 წწ.
ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია!
ჩვენი ქვეყნის ღირსებას 18 წარმატებული მოზარდი დაიცავს!
საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ:
U08
ლილი გიორგობიანი, გიორგი წულაია
U10
ანეტა ქედელიძე, გაბრიელ გაბადაძე, ანდრია ქრისტესიაშვილი;
U12
კესარია მგელაძე, მარიამ კალანდაძე, ანასტასია ზარქუა
დათა ყალაბეგაშვილი;
U14
ანასტასია კირთაძე, მართა ცეცხლაძე, დავით ნემსაძე, ლუკა კილაძე;
U16
მარიამ სიჭინავა, ნიკოლოზ დარსაძე, დავით გოცირიძე;
U18
ნია დონღვანი, რუსუდან მაღლაკელიძე;