18 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ,) ევროპის ახალგაზრდული ‘ონლაინ’ ჩემპიონატის გახსნა გაიმართა!
მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ,ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილმა და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა.
ჩემპიონატი 4 (12;14;16;18წწ.)ასაკობრივ კატეგორიად გაიმართება და მასში 24 ქართველი მოზარდი მონაწილეობს. ასპარეზობა 3 დღეს გაგრძელდება და შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება.თითოეულმონაწილეს პარტიაზე 25 წუთი+5 წამი პირველივე სვლიდან გამოეყოფა.