24 მაისიდან, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, დაიწყება ევროპის ჰიბრიდული შესარჩევი ტურნირი,მსოფლიო თასის გათამაშების ფარგლებში.
შესარჩევი ტურნირი გაიმართება ოლიმპიური სისტემით, ორი სტანდარტული პარტია და ტაი-ბრეიქი საჭიროების შემთხვევაში.
საუკეთესო 36 მონაწილის გამოვლენის შემდეგ გაიმართება ფინალი შვეიცარიული სიტემით 9 ტურად, დროის კონტროლით 10 წუთი 3 წამის დამატებით.
ოლიმპიური სისტემით გამართული შეჯიბრების დროის კონტროლია 120 წუთი პარტიის ბოლომდე ყველა სვლაზე 30 წამის დამატებით პირველი სვლიდან.
ტაიბრეიქების საჭიროების შემთხვევაში გათამაშდება 2 პარტია 10 წუთი 3 წამის დამატებით, ამ შემთხვევაშიც თუ არ გამოვლინდა გამარჯვებული გაიმართება „არმაგედონი“
საქართველოს სახელით იასპარეზებენ:
1.ბაადურ ჯობავა (2603)
2.მერაბ გაგუნაშვილი (2584)
3.მიხეილ მჭედლიშვილი (2570)
4.ლუკა პაიჭაძე (2565)
5.ლევან ფანცულაია (2553)
6.გიგა ყუფარაძე (2463)
7.ნიკოლოზ კაჭარავა (2443)
8.მერი არაბიძე (2436)
9.ნოდარ ლორთქიფანიძე (2430)
10.ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2424)
ტურნირში მონაწილეობისთვის სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:
მონაწილე უნდა ჩანდეს კომპიუტერის ან პანორამული კამერით
ყველა სათამაშო სივრცეში სავალდებულოა -ზუმ ზარები ეკრანის გაზიარებით. მთავარმა მსაჯმა უნდა მიიღოს ზუმ ზარის ჩანაწერი ყველა სათამაშო სივრციდან
ტურნირი გაიმართება სპეციალურ სერვერზე, რომელიც მხოლოდ ამ ტურნირისთვის იქნება განკუთვნილი.
ასპარეზობა ფიდეს ანტი-ჩითინგისა და სამართლიანი თამაშის წესების დაცვით გაიმართება.
36 მონაწილე გადის 2021 წლის მსოფლიო თასზე.
საპრიზო ფონდი 32 000 ევრო
1-3000 ევრო
2-2500 ევრო
3-2000 ევრო
4 -6 1500 ევრო
7 -10 1250 ევრო
11-20 1000 ევრო
21 -30 500 ევრო
პრიზები არ იყოფა და ნაწილდება ტაი-ბრეიქის მიხედვით