საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, საერთაშორისო დიდოსტატის, ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა ‘PNWCC Online Super’გათამაშება! ქართველმა დიდოსტატმა 6-დან 5 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ჯეფრი სიუნს (აშშ). მესამე ადგილზე 4 ქულით ანტონ დემჩენკო (რუსეთი) გავიდა.

ასპარეზობა 29 წოდებიან მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 6 ტურად გაიმართა. თითოეულ მონაწილეს პარტიაზე 1 საათი+5 წამი ჰქონდა განკუთვნილი.