საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს ფედერაციის პრეზიდენტს, საერთაშორისო დიდოსტატ გიორგი გიორგაძეს!

გიორგი გიორგაძე

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვაჟთა შორის;

საკავშირო სპარტაკიადის და საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი;

მცირე ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი;

საერთაშორისო ტურნირების (ბელგრადი, კალკუტა, ნალენჩოვი, პოდოლსკი, ვილა ბენასკიე, გაუსდალი, ბადე-ბადენი, ფელდენი, ლინარესი, ლა კორუნია, კუკსხავენი, სან მარინო, სან სებასტიანი, პოდოლსკი, ელგოიბარი, მანრესა, ბად ცვიცტენი, ბად ვორისხოფენი, კროპოტკინი, მიუნსტერი, ამანტეა, ვილა ლობრედო, ამანტეა) გამარჯვებული და პრიზიორი.

ესპანეთის საკლუბო ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი;.

1990-1991 წლებში მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვის მწვრთნელთა გუნდის წევრი;

2008 წლიდან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი