6 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს ფიდეს ონლაინ თასის ფინალურ ეტაპზე სწრაფ ჭადრაკში 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში შეჯიბრი ტარდება ოლიმპიური სისტემით და მონაწილეობს 16 მოჭადრაკე.
ფინალურ ეტაპზე ფიდეს ონლაინ თასისთვის 6 ქართველი გოგონა იბრძოლებს:
18 წლამდე: თამარ ესაძე;
16 წლამდე: დიანა ლომაია;
12 წლამდე:ანასტასია კირთაძე,ქრისტინე ხვადაგიანი, მარიამ ცეცხლაძე;
10 წლამდე: ანასტასია ჭიჭინაძე