ნანა ალექსანდრიას თასი – 2023
ქ. ფოთი 11-20 ივლისი, 2023 წელი.
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ორგანიზატორები:
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია.
- საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ფოთის საჭადრაკო კლუბი ″ნანა″.
ჩატარების ადგილი – ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი (ზერაგიას ქ. 49).
- ფესტივალის ტურნირები და ღონისძიებები
- A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1801 და მეტი, ასევე ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები);
- B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 2000 და ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები);
- C ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1700 და ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები);
- D ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1400 და ნაკლები, აგრეთვე ურეიტინგო მოჭადრაკეები);
- E ღია ტურნირი (ფიდეს ურეიტინგო მოჭადრაკეები)
- Ι ბლიც ტურნირი;
- ΙΙ ბლიც ტურნირი;
- 10 წლის ჭაბუკთა შორის (2013 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
- 10 წლის გოგონათა შორის (2013 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
- 8 წლის ჭაბუკთა შორის (2015 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
- 8 წლის გოგონათა შორის (2015 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
- ფესტივალის სათამაშო წესები
2.1 დროის კონტროლი: A ღია ტურნირში – 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე. B, C, D და E ღია ტურნირებში და ასაკობრივ ტურნირებში 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე;
2.2 ფესტივალის ტურნირები გაიმართება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად;
2.3 ტურის დაწყებიდან ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
2.4 ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში ტურის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად ფოთის საჭადრაკო კლუბი ″ნანა″-ს საბანკო ანგარიშზე გადაიხადოს 100 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
- ფესტივალში მონაწილეობა
3.1 ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. აუცილებელია ასაკობრივ ტურნირებში დაბადების მოწმობის და ღია ტურნირებში პირადობის მოწმობის წარმოდგენა.
- ფესტივალის განრიგი
თარიღი | ტური | დრო |
11 ივლისი | რეგისტრაცია | 12:00-20:00 |
12 ივლისი | I ტური | 15:00 |
13 ივლისი | II ტური | 11:00 |
14 ივლისი | III ტური | 11:00 |
15 ივლისი | IV ტური | 11:00 |
ბლიცი | 17:00 | |
16 ივლისი | V ტური | 11:00 |
საფეხბურთო ტურნირი | 17:00 | |
17 ივლისი | VI ტური | 11:00 |
18 ივლისი | VII ტური | 11:00 |
ბლიცი | 17:00 | |
19 ივლისი | VIII ტური | 11:00 |
20 ივლისი | IX ტური | 11:00 |
დახურვა | 18:00 |
- გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება
- თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა. ბუჰგოლცი -1 (უდაბლესის გამოკლებით); ბ. ბუჰგოლცი; გ. ურთიერთშორის შეხვედრა;
დ. მოგებების რაოდენობა; ე. პროგრესი (რეგრესით).
- A ღია ტურნირში გამარჯვებულ მოჭადრაკეს ფულად პრიზთან ერთად გადაეცემა ნანა ალექსანდრიას სახელობის თასი;
- ყველა ტურნირში I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით. II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;
- ასაკობრივ ტურნირებში გამოვლინდება და თასით და დიპლომით დაჯილდოვდება 7 და 9 წლის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე ჭაბუკი და გოგონა.
- სპეციალური პრიზები:
ა. არჩილ ებრალიძის პრიზი – საუკეთესო ფოთელი მოჭადრაკისათვის;
ბ. ირაკლი (ბოჩიკა) ლოლუას სახელობის პრიზი – საუკეთესო ფოთელი მწვრთნელისათვის;
- საპრიზო ფონდი 50 000 ლარი
პრიზები დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ტურნირი | კატეგორია | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
ღია A (1801>) | ღია | 6000 | 4000 | 3000 | 2000 | 1500 | 1200 | 1000 | 800 | 500 | 300 |
ქალთა | 1600 | 1000 | 500 | ||||||||
ELO 2300< | 600 | ||||||||||
ღია B (2000<) | ღია | 2000 | 1400 | 900 | 600 | 300 | |||||
ქალთა | 500 | 350 | 200 | ||||||||
ELO 1850< | 450 | ||||||||||
სენიორები (01.01.1964 -მდე დაბ.) | 250 | ||||||||||
ღია C (1700<) | ღია | 1500 | 800 | 500 | 300 | 200 | |||||
ქალთა | 350 | 250 | 150 | ||||||||
ELO 1550< | 320 | ||||||||||
სენიორთა (01.01.1964 -მდე დაბ.) | 200 | ||||||||||
U12 (2011წ.) | 300 | ||||||||||
ღია D (1400<) | ღია | 1000 | 700 | 400 | |||||||
ქალთა | 300 | 200 | 100 | ||||||||
ELO 1200< | 250 | ||||||||||
U12 (2011წ.) | 240 | ||||||||||
ღია E (ურეიტინგო) | ღია | 500 | 300 | 200 | |||||||
ქალთა | 190 | 160 | |||||||||
U12 (2011წ.) | 180 | ||||||||||
I ღია ბლიც ტურნირი | ღია | 450 | 300 | 200 | |||||||
ქალთა | 150 | ||||||||||
ELO 2000< | 130 | ||||||||||
ELO 1600< | 95 | ||||||||||
U16 (2007წ.) | 110 | ||||||||||
U12 (2011წ.) | 90 | ||||||||||
II ღია ბლიც ტურნირი | ღია | 450 | 300 | 200 | |||||||
ქალთა | 150 | ||||||||||
ELO 2000< | 130 | ||||||||||
ELO 1600< | 95 | ||||||||||
U16 (2007წ.) | 110 | ||||||||||
U12 (2011წ.) | 90 | ||||||||||
10წლ. ჭაბუკები | 400 | 300 | 200 | 100 | |||||||
10წლ. გოგონები | 350 | 250 | 150 | 100 | |||||||
8წლ. ჭაბუკები | 350 | 250 | 150 | 100 | |||||||
8წლ. გოგონები | 300 | 200 | 150 | 100 |
- თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ფულადი პრიზი არ იყოფა.
- ერთი და იგივე მონაწილის მიერ ერთ ტურნირში რამდენიმე პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი. ეს პუნქტი არ ეხება ქალ მოჭადრაკეებს – თუ ქალი მოჭადრაკე მოიპოვებს 2 პრიზს როგორც ღია ასევე ქალთა კატეგორიაში, მაშინ მას აქვს ორივე პრიზის აღების უფლება.
- პრიზების, მათ შორის თასების და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დაწრება.
- მწვრთნელთა კონკურსი:
8 და 10 წლამდე ასაკობრივ ტურნირსი 1-4 ადგილებზე გასული მოჭადრაკეების მწვრთნელები
დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
I ადგილი | 250 ლარი |
II ადგილი | 200 ლარი |
III ადგილი | 160 ლარი |
IV ადგილი | 130 ლარი |
- მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ ფესტივალის ასაკობრივ ტურნირებში თამაშობდეს მისი არანაკლებ 5 მოსწავლე.
- კონკურსში მონაწილეობისათვის მწვრთნელმა უნდა წარმოადგინოს მოსწავლეთა სახელობითი განაცხადი მე-3 ტურის დაწყებამდე.
- საწევრო შესატანი
- საწევრო ასაკობრივ ტურნირებში – 50 ლარი.
- საწევრო B, C, D და E ღია ტურნირებში – 80 ლარი.
- საწევრო ბლიც ტურნირებში – 25 ლარი.
Aღია | თანხა |
2501 > და GM, WGM, IM, WIM | 0 |
2401 – 2500 | 80 ლ. |
2301 – 2400 | 90 ლ. |
2201 – 2300 | 100 ლ. |
2101 – 2200 | 120 ლ. |
2001 – 2100 | 140 ლ. |
1801 – 2000 | 200 ლ. |
- მონაწილეთა მიღება
მიღების პირობები GM და IM, 2023 წლის 1 ივლისის რეიტინგის მიხედვით. ———————— იგივე პირობები ვრცელდება 150 პუნქტით ნაკლები რეიტინგის მქონე WGM და WIM | 1 | 2700+ | ერთადგილიანი ოთახი | სამჯერადი კვება | სამგზავრო ხარჯები 400$ ეკვ. ლარებში |
2 | 2650-2699 | ერთადგილიანი ოთახი | საუზმე | სამგზავრო ხარჯები 300$ ეკვ. ლარებში | |
3 | 2600-2649 | ორადგილიანი ოთახი | საუზმე | სამგზავრო ხარჯები 200$ ეკვ. ლარებში | |
4 | 2550-2599 | ორადგილიანი ოთახი | სამგზავრო ხარჯები 100$ ეკვ. ლარებში | ||
5 | 2500-2549 | ორადგილიანი ოთახი |
- სასტუმრო:
– სასტუმრო ″Park Green″ (მალთაყვაში) – 2 ადგილიანი 140 ლარი. 3 ადგილიანი 180 ლარი.
T: 577689000. მისამართი – გურიის ქ. 181ა;
– სასტუმრო ″პალიასტომი″ (მალთაყვაში) – 2 ადგილიანი 35 ლარიდან – 80 ლარამდე.
T: 0493278202. მისამართი – პეტრე ზამბახიძის ქ. 5;
– სასტუმრო კოლხეთის ეროვნულ პარკი ჯეო პალასი (მალთაყვაში) – 2 ადგილიანი 70 ლარიდან. 2 საძინებლიანი კოტეჯი – 150-200 ლარი. T: 0493222223, 552223222. მისამართი – გურიის ქ. 222.
- კერძო სექტორი – ღირებულება 15 ლარიდან.
- მონაწილეთა სატურნირო შესატანს, ცხოვრების, კვების და გზის თანხას იხდის მიმავლინებელი ორგანიზაცია.
- საწევრო შემონატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს ფოთის საჭადრაკო კლუბის შემდეგ ანგარიშზე:
ა(ა)იპ ″ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი ნანა″.
საინდ. კოდი: 415099379
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში.
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი: TRESGE22. სახაზინო კოდი: 750177499
ტურნირის დირექტორი: ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
საკონტაქტო ტელეფონები: 593-399-264, 593-600-911