2022 წლის 23 დეკემბერს 13.00 საათზე თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო  ყრილობა.

დღის წესრიგი:

1. საარჩევნო პერიოდში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში /გ. გიორგაძე/;

2. ფედერაციის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ  /დ. გურგენიძე/;

3. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები.