მსოფლიო გუნდური ჩემპინატის გამარჯვებულის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზორის,ბელა ხოტენაშვილის და საერთაშორისო ოსტატ მალხაზ სულაშვილის ვაჟს გაბრიელ სულაშვილს 7 თვის ასაკში აღმოაჩნდა ნეი-რობლასტომა აგრესიული ფორმით. ის უკვე 8 თვეა საფრანგეთში მკურნალობს. მკურნალობის ბოლო ეტაპზე მოხდა დაავადების რეციდივი. გაბრიელს მკურნალობის გაგრძელება აშშ-ში ან ესპანეთში ესაჭიროება, რომელიც დიდ სახსრებს მოითხოვს.

23 ივლისს ქ. თბილისში, კოტე აფხაზის ქ. 18/ ყავლაშვილის ქ. 2 (TIMM Architects ოფისის წინ, ღია ცისქვეშ) გაიმართება გამოფენა-გაყიდვა გაბრიელის მხარდასაჭერად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები, სტარტაპერები.

დილის 11:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც საშუალება გექნებათ შეიძინოთ ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები.

გექნებათ საშუალება შეიძინოთ შემდეგ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები:

კოკა ცხვედიანი,

მამუკა ცუცქირიძე,

მანანა სუხიტაშვილი;

თამარ ხოშტარია,

კახა ხოშტარია,

ეკა ეგაძე,

ინგა გაბაშვილი,

ლელა ტაბლიაშვილი,

ნიკოლოზ ლეკვეიშვილი,

ქეთი რაზმაძე,

ხათუნა სონღულაშვილი,

ნათია რეხვიაშვილი,

ნინო ტარუაშვილი,

გიორგი ბუხრიკიძე,

ეთერ ხოშტარია,

თამუნა თაქთაქიშვილი,

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია!

გელოდებით ყველას 23 ივლისს, 2022 #გაბრიელისთვის!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოფენა-გაყიდვაზე ნივთების შეძენა შესაძლებელი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით, ან მხატვრის ანგარიშზე გადარიცხვით.